სააღდგომო ღვთისმსახურება თბილისის ტაძრებში [ფოტო]
სააღდგომო ღვთისმსახურება თბილისის ტაძრებში [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც აღდგომის დადგომამდე შეკრებილ მრევლს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.

სრულიად საქართველოსა და მსოფლიოს ქრისტეს აღდგომის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

სამების საკათედრო ტაძარში თბილისის მერთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

სააღდგომო ღვთისმსახურება მიმდინარეობს თბილისისა და რეგიონების სხვა ტაძრებშიც.

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი ღამით, პირველ მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე მოქმედებს.