სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ბათუმში ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრა გაიმართა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ბათუმში ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID REAP-ის მხარდაჭერით, ბათუმში ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრა გაიმართა.

რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა საზოგადოებას ონლაინ პლატფორმის www.tradewithgeorgia.com პრეზენტაცია წარადგინეს, რომლის მეშვეობით ქართველი მეწარმეები და სერვისის მიმწოდებელი დარეგისტრირდებიან და შესაძლებლობა მიეცემათ, თავიანთი პროდუქცია/სერვისები გააცნონ უცხოურ პოტენციურ პარტნიორებს.

საიტის მიზანია ქართული ნაწარმითა და სერვისით დაინტერესებული პირებისათვის (უცხოელი იმპორტიორი, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და ასე შემდეგ) გამარტივდეს წვდომა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე.

სახელმწიფო აქტიურად იქნება ჩართული საიტის პოპულარიზაციის კამპანიაში, როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე, მიზნობრივ ბაზრებზე. ამასთან, ხელმისაწვდომი იქნება გზამკვლევი და ვიდეოგაკვეთილი, რომელიც დაეხმარება კომპანიებს პროფილის შევსების პროცესში.