სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ახალი საინვესტიციო სტრატეგია წარადგინა
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ახალი საინვესტიციო სტრატეგია წარადგინა

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 წლების ახალი საინვესტიციო სტრატეგია წარადგინა. ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა და მას მთავრობის წევრები, დეპუტატები, ბიზნესმენები, დიპლომატები და ექსპერტები დაესწრნენ.

ახალი სტრატეგია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფის მიერ შემუშავდა. დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც მოიცავს პრიორიტეტული სექტორების ანალიზს, პირდაპირი/არაპირდაპირი ინსტრუმენტებით ინვესტიციის მოზიდვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.

შეფასდა 40-მდე სექტორი, სადაც რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოიკვეთა, მათ შორის სასტუმროები და უძრავი ქონება, ენერგეტიკა, ელექტრონული მოწყობილობები, ავტო და თვითმფრინავების ნაწილების წარმოება და ა.შ.

ღონისძიებაზე სააგენტოს საერთაშორისო მარკეტინგული აქტივობებისა და განახლებული საინვესტიციო პორტალის – investingeorgia.org პრეზენტაციაც გაიმართა.