სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გერმანულ საავადმყოფოში გადაიყვანენ
სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გერმანულ საავადმყოფოში გადაიყვანენ

სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გერმანულ საავადმყოფოში გადაიყვანენ. ნავალნის ტრანსპორტირება მისი მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში წერს, რომ ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებები კვლავ დაიწყო.

„ალექსეის ტრანსპორტირებაზე მოლაპრაკებები დაიძრა. არის შანსი, რომ მოხდება მისი გადაყვანა. სამწუხაროა, რომ ამ გადაწვეტილების მისაღებად ექიმებს ამდენი დრო დასჭირდათ. თვითმფრინავი უკვე დილიდან აქ დგას, დოკუმენტებიც მაშინვე იყო მზად“, – წერს იარმიში.