სააგენტო „რესის“ ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთიდან ტვირთებს არ ატარებენ
სააგენტო „რესის“ ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთიდან ტვირთებს არ ატარებენ

უკვე ერთი კვირაა, ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკვე ერთი კვირაა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც ცხინვალის სასურსათო მაღაზიებში საკვების დეფიციტია, მათ შორის, ბავშვთა კვებისა და რძის პროდუქტებზე.

„რესის“ინფორმაციით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც „რესი“ იუწყება, საკვები პროდუქტების კრიზისზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა თუ პრობლემა არ მოგვარდება, კრიზისის საფრთხე რეალური გახდება.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მაღაზიებში დარჩენილ პროდუქტებზე ფასები ჯერჯერობით არ მომატებულა.