სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ბრალდებული შეუძლოდ გახდა

12:33, 26.09.2018

თბილისის საქალაქო სასამართლოში სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის მსვლელობისას ერთ-ერთი ბრალდებული, 62 წლის ქალი შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა.

სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს, სამედიცინო დახმარების გასაწევად კი, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

მსგავსი