Rynair-ის გერმანელი პილოტები 24 საათით გაიფიცებიან
Rynair-ის გერმანელი პილოტები 24 საათით გაიფიცებიან

Rynair-ის გერმანელი პილოტები 24 საათით გაიფიცებიან. პროფკავშირების ცნობით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მფრინავები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გაფიცვა ოთხშაბათს, 12 სექტემბერს ღამით დაიწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Ryanair-ის პილოტები იფიცებიან. აგვისტოში ავიაკომპანიის თანამშრომლები ხუთ ქვეყანაში ერთდროულად გაიფიცნენ. ამის გამო ასობით რეისი გადაიდო და 55 000 მგზავრი დაზარალდა.