რვა უცხოელით საქართველოსთან - აზერბაიჯანმა ევრო 2022-ისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რვა უცხოელით საქართველოსთან - აზერბაიჯანმა ევრო 2022-ისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

აზერბაიჯანის ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრო 2022-ზე ჯგუფში საქართველოს მეტოქეა, ტურნირზე გასამგზავრებელი მოთამაშეების შემადგენლობა დაასახელა.

ბაქოში შკერების დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ალესიომ 14 ფეხბურთელი შეაირჩია. აღსანიშნავია, რომ მათგან რვა მოთამაშე ნატურალიზირებულია.

მეკარეები: როვშან ჰუსეინლი (არაზ-ნახჩევანი), ემინ ქურდოვი (ეკოლი);

მოედანზე მოთამაშეები: რიზვან ფარზალიევი, ისა ატაევი, რამიზ ჩოვდაროვი, ხატაი ბაგიროვი, ფელიპინო, მანეკა (ყველა – არაზ-ნახჩევანი), ფინეო დე არაუხო, ოლივეირა ვასურა (ორივე – სპორტინგი, საფრანგეთი), გალო (ლევანტე, ესპანეთი), ედუარდო ბორხესი (ჰალე- გუკი, ბელგია), რაფაელ ვილელა (პალმა, ესპანეთი), ტიაგო ბოლინა (აკკს-ფუტსალი, საფრანგეთი).

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 22 იანვარს სწორედ აზერბაიჯანთან გამართავს, 26 იანვარს – ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ხოლო 29 იანვარს – ესპანეთს.