რუსულმა სარაგბო კლუბმა ორ ქართველ მოთამაშესთან კონტრაქტი გაწყვიტა
რუსულმა სარაგბო კლუბმა ორ ქართველ მოთამაშესთან კონტრაქტი გაწყვიტა

რუსულმა სარაგბო კლუბმა „სლავამ“ ორ ქართველ მოთამაშეს კონტრაქტი გაუწყვიტა. ამის მიზეზი მოთამაშეების მიერ ლელოს გატანის შემდგომი ჟესტი გახდა: რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ ცალ თვალზე ხელის აფარებით გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ პოლიტიკურ და ანტირუსულ ქმედებად მიიჩნია.

გავრცელებულ ინფორმაციას თავად მორაგბეებიც ადასტურებენ.