რუსულმა სარაგბო კლუბმა „სლავამ“ ორ ქართველ მოთამაშეს კონტრაქტი გაუწყვიტა. ამის მიზეზი მოთამაშეების მიერ ლელოს გატანის შემდგომი ჟესტი გახდა: რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ ცალ თვალზე ხელის აფარებით გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ პოლიტიკურ და ანტირუსულ ქმედებად მიიჩნია.
გავრცელებულ ინფორმაციას თავად მორაგბეებიც ადასტურებენ.