რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს
რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს

რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, ნიკოლაევ-კრივოი როგის მიმართულებით მიმდინარეობს რუსული ჯარების ქვედანაყოფების მანევრი მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მომზადებულ პოზიციებზე დამტკიცებული გეგმის მკაცრი დაცვით.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაეთანხმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადებას ხერსონის რეგიონში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვის ორგანიზების შესახებ.

რუსული მედია წერს, რომ ხერსონის მახლობლად განლაგებულ რუსულ ქვედანაყოფებს სატრანსპორტო დერეფნებზე უკრაინის საარტილერიო დარტყმების გამო, მომარაგების სირთულეები ექმნებათ. რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონიდან ასევე გაყვანილია 115 000-ზე მეტი მოქალაქე.