რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 23 ადამიანი
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი ქალი და დაშავებულია კიდევ 23 ადამიანი, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი.
ზაპოროჟიეს ოლქის წარმომადგენლის, ივან ფედორივის თქმით, სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტომობილები, ასევე ინფრასტრუქტურული ობიექტები გახდა, რის შემდეგაც ხანძარი გავრცელდა.
დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.