რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე-ლევოეს სადგურზე დრონით იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე-ლევოეს სადგურზე დრონით იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ღამით ზაპოროჟიეს რეგიონში ზაპოროჟიე-ლევოეს სადგურზე დრონით თავდასხმა განახორციელეს.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად მატარებელი დაზიანდა. მათივე ინფორმაციით, იერიშს მემანქანის დამხმარე ემსხვერპლა, მემანქანემ კი სხეულის დაზიანება მიიღო.

რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაც დაბომბეს.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთზე იერიში მიიტანა უკრაინამაც.

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რუსეთის ქალაქ სიზრანში, მდინარე ვოლგის სანაპიროზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, დაიღუპა ზრდასრული ქალი და ბავშვი, კიდევ 12 ადამიანი კი დაშავდა.