რუსულმა ძალებმა ხერსონის სამხრეთით საჰაერო იერიში მიიტანეს, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ცხრა ადამიანი

21:40, 06.01.2025

რუსულმა ძალებმა ხერსონის სამხრეთით საჰაერო იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იერიშის შედეგად დაზიანებულია ავტობუსი, სადაც მგზავრები ისხდნენ. დაღუპულია ერთი ადამიანია, ხოლო ცხრა დაშავდა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ხერსონი ხშირად ხდება რუსეთის სამიზნე.

ადგილობრივი ხელისუფლება თითქმის ყოველდღიურად აცხადებს დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

მსგავსი