რუსულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელეს
რუსულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის დასახლებული პუნქტები „ეს 300“ სისტემებით დაბომბეს. დაბომბვის შემდეგ ქალაქ ხარკოვს ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემები შეექმნა. შეჩერდა მეტროპოლიტენის მუშაობა.

მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.

უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია. უკრაინის სამხედრო ავიაციამ რუსი სამხედროების კონცენტრაციის ადგილები ცხრაჯერ დაბომბა. უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ორი სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის რვა ზონა, საზენიტო სარაკეტო სისტემა, სამი საბრძოლო საცავი და ორი სხვა მნიშვნელოვანი სამიზნე დაბომბეს.