რუსულმა ძალებმა ღამით უკრაინის 25 დასახლებულ პუნქტზე იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები

15:21, 10.12.2025

ხერსონის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში რუსული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონებით თავდასხმისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად მხოლოდ ხერსონში ცხრა ადამიანია დაშავებული.

ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში 25 დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიჭრა.

მსგავსი