რუსულმა ავიაგამანადგურებელმა შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ამერიკულ ხომალდს გზა გადაუჭრა [ვიდეო]

რუსულმა სამხედრო ავიაგამანადგურებელმა შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ამერიკულ სადაზვერვო საჰაერო ხომალდს გზა გადაუჭრა, – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

„შეერთებული შტატების EP-3 შავ ზღვაში რუსულმა SU-27-მა გადაუჭრა გზა, რისკის ქვეშ დააყენა პილოტები და ეკიპაჟი. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საჰაერო ხომალდი საერთაშორისო სამართლის თანახმად ოპერირებდა და რუსული ავიაგამანადგურებლის ამ ქმედებების პროვოცირება არ გამოუწვევია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.