რუსული უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად ხერსონის ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა

00:28, 19.09.2026

რუსული უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად ხერსონის ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს.

„მტრის მიერ დრონით განხორციელებული დარტყმის შედეგად ორმა მამაკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. შესაბამისი სამსახურები ამჟამად ადგენენ დაღუპულთა ვინაობას. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ახლობლებს“, – განაცხადა პროკუდინმა.

ამასთან, რუსულმა ჯარებმა სუმის მიმართულებითაც განახორციელეს თავდასხმა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი.

„წინასწარი მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი“, – აღნიშნა სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მსგავსი