რუსული სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვის შემთხვევაში აშშ-მა ეგვიპტეს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს
რუსული სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვის შემთხვევაში აშშ-მა ეგვიპტეს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს

რუსული სამხედრო თვითმფრინავების, „სუ-35“-ის შესყიდვის შემთხვევაში აშშ-მა ეგვიპტეს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

მსგავსი გაფრთხილება იყო წერილშიც, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა ეგვიპტის თავდაცვისა და სამხედრო მრეწველობის მინისტრ მუჰამედ ზაკს გაუგზავნეს.

წერილში ნათქვამია, რომ რუსეთთან მასშტაბური სამხედრო შეთანხმება როგორც მინიმუმ, გაართულებს ანალოგიურ შეთანხმებას აშშ-ისა და ეგვიპტეს შორის და ასევე უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

აშშ-ი მოუწოდებს მოკავშირეებს და პარტნიორებს, უარი თქვან რუსეთთან დაზვერვისა და თავდაცვის სფეროში ხელშეკრულების გაფორმებაზე.