რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გამო, აშშ თურქეთს ავიაგამანადგურებელ „ეფ-35“-ს აღარ მიჰყიდის
რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გამო, აშშ თურქეთს ავიაგამანადგურებელ „ეფ-35“-ს აღარ მიჰყიდის

რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გამო, აშშ თურქეთს ავიაგამანადგურებელ „ეფ-35“-ს აღარ მიჰყიდის.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, სამართლიანი არ არის, რომ ვაშინგტონს და ანკარას შორის რამდენიმე მილიარდიანი გარიგება ჩაიშალა. „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება შიშობს, რომ „ეს-400“-ის გვერდით „ეფ-35“-ის განთავსება მოსკოვს სტელსის სისტემაზე ბევრი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

„ძალიან რთული მდგომარეობაა, სადაც ისინი იმყოფებიან და ასევე ძალიან რთული ვითარებაა, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით. ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ ეს სამართლიანი ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთს აშშ-სგან 100 ერთეული „ეფ-35“-ის შეძენა სურდა.