რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2022 წლის მარტის დონემდე დაეცა
რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2022 წლის მარტის დონემდე დაეცა.
„ფორექსის“ საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ერთი დოლარით 105,5 რუბლის შეძენა იყო შესაძლებელი.
ევროს კურსმა კი 110,9 რუბლს მიაღწია.
რუსეთის ბანკმა ოქტომბერში საბაზისო განაკვეთი 21 პროცენტამდე გაზარდა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ასეთი ღონისძიებები ინფლაციის შემცირებისკენაა მიმართული.