რუსული როკ-ჯგუფი ДДТ ქობულეთში, 25 აგვისტოს კონცერტს გამართავს
რუსული როკ-ჯგუფი ДДТ ქობულეთში, 25 აგვისტოს კონცერტს გამართავს

ქობულეთში, 25 აგვისტოს ღია ცის ქვეშ, რუსული როკ-ჯგუფი ДДТ კონცერტს გამართავს.

ДДТ წელს Kobuleti Ozone Fest-ზე საპატიო სტუმრის სტატუსითაა მოწვეული. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

ქართული ჯგუფებიდან ფესტივალზე „სოფთ ეჯექთი„ და „მწვანე ოთახი“ დაუკრავენ.

აღსანიშნავია რომ ДДТ-ს სოლისტი შევჩუკი მკაცრად აკრიტიკებს კრემლს და არაერთ გამოსვლაში აღნიშნავს, რომ პოლიტიკა, რომელსაც კრემლი საქართველოსა და უკრაინაში ატარებს, მისი პირადი ტრაგედიაა.

ДДТ საქართველოში 2012 წელს Tbilisi Open Air ფესტივალზეც იყო ჩამოსული.