რუსული ნავთობის, „ურალსის“ ღირებულებამ 13 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 21 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ფასია
რუსული ნავთობის, „ურალსის“ ღირებულებამ 13 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 21 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ფასია

რუსული ნავთობის, „ურალსის“ ღირებულებამ ბარელზე 13 დოლარი შეადგინა. ეს 1999 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია. ამის შესახებ ინფორმაციას „არგუს მედია“ ავრცელებს.

„ბევრ ნავთობპროდუქტეზე მსოფლიოში მოთხოვნა მცირდება. ეს მსოფლიო ეკონომიკის აქტივობის შემცირებით არის გამოწვეული, რაც პანდემიის გამო მოხდა. „ოპეკი+“-ის წევრი ქვეყნების შეთანხმების ვადის ამოწურვამ, სიტუაცია მხოლოდ გააუარესა“, – აცხადებენ „არგუს მედიას“ ანალიტიკოსები.

როგორც რუსული მედია იუწყება, „ურალსის“ ნავთობის გაუფასურება, რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან შემოსავლებს შეამცირებს.

ნავთობის გაუფასურება, კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლიდან დაიწყო. „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე 25 დოლარზე ნაკლები იყო.