რუსული მხარის მიერ კრივოი როგზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია 121 ადამიანი
რუსული მხარის მიერ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია 121 პირი, მათ შორის, 22 ბავშვი.
გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სავაჭრო ცენტრს უპილოტო საფრენი აპარატებით ორი დარტყმა მიაყენეს. თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრი დაზიანდა, ადგილზე გაჩნდა ხანძარი.
„სავაჭრო კომპლექსზე განმეორებითი დარტყმა „შაჰედით“ განხორციელდა. საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ. შესაძლებელია განმეორებითი დარტყმებიც“, – განაცხადა კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ვილკულმა.