რუსული მხარის ცნობით, უკრაინა მოსკოვს უპილოტო აპარატებით დაესხა თავს, რუსეთის დედაქალაქის ყველა აეროპორტმა ფრენები შეაჩერა
რუსული მხარის ცნობით, უკრაინა მოსკოვს უპილოტო აპარატებით დაესხა თავს, რუსეთის დედაქალაქის ყველა აეროპორტმა ფრენები შეაჩერა

უკრაინა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს და მოსკოვის რეგიონს უპილოტო აპარატებით დაესხა თავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საერთო ჯამში, 16 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

გარდა ამისა, უპილოტო აპარატების თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა – შერემეტიევომ, დომოდედოვომ, ვნუკოვომ და ჟუკოვსკიმ – ფრენები შეაჩერა. აფეთქებების ხმა ღამით ტულაშიც გაისმა.