რუსული მხარის ცნობით, რუსეთის 16 რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმზე 400-ზე მეტი დრონით იერიში განხორციელდა

10:01, 10.08.2026

რუსეთის 16 რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმზე 400-ზე მეტი დრონით იერიში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მხარის ცნობით, 456 უკრაინული დრონის განადგურება და ჩახშობა შეძლეს. მათი განცხადებით, დრონები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მოსკოვის რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში ჩამოაგდეს.

დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თათრეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამაც დაადასტურა. მათი თქმით, სამიზნე ქალაქ ნიჟნეკამსკში არსებული სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტები იყო. განცხადებაში ასევე საუბარია დაღუპულებზე, თუმცა მათი რაოდენობა არ სახელდება.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, 9 აგვისტოს საღამოდან რუსეთის დედაქალაქისკენ მიმავალი 23 დრონი ჩამოაგდეს.

მსგავსი