რუსული მხარე უარყოფს დასავლური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტისთვის მზადება შეჩერებულია
რუსული მხარე უარყოფს დასავლური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტისთვის მზადება შეჩერებულია

რუსეთი უარყოფს დასავლური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტისთვის მზადება შეჩერებულია.

რუსეთის საინვენსტიციო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და კრემლის მომლაპარაკებელთა ჯგუფის წევრი კირილ დმიტრიევი სოციალურ ქსელ X-ზე „ფაინენშალ თაიმსის“ სტატიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მედია ამახინჯებს თეთრი სახლის წყაროების მიერ გაკეთებულ კომენტარებს „უახლოესი მომავლის“ შესახებ, რათა მომავალი სამიტი შეასუსტოს.

„მზადება გრძელდება“, – წერს კირილ დმიტრიევი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ იგეგმება. მედიაში ამის მიზეზად რუსეთის მკაცრი პოზიცია და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მოსკოვის უარი დასახელდა. თავად ამერიკის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ უშედეგო შეხვედრისა და დროის ფუჭად კარგვის სურვილი არ აქვს. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ რუს კოლეგასთან შეხვედრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.