რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ნახევარკუნძულს ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი მიუახლოვდა
ყირიმის ნახევარკუნძულს ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი „ფი-8-ეი პოსეიდონი“ მიუახლოვდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამერიკული მზვერავი ყირიმიდან 75 კილომეტრში იმყოფებოდა, როდესაც მისთვის გზის გადასაჭრელად რუსული ავიაგამანადგურებელი „სუ-27“ აფრინდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამხედრო თვითმფრინავმა ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავს კურსის შეცვლა აიძულა.
რუსული მედიის ცნობით, „ფი-8-ეი პოსეიდონი“ 3 ივლისს იტალიიდან აფრინდა და სადაზვერვო მისია რუსეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ და ყირიმთან განახორციელა. „ფი-8-ეი პოსეიდონი“ წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საპატრულო თვითმფრინავია, რომელსაც მათი აღმოჩენა და განადგურება შეუძლია.
თვითმფრინავი ასევე განკუთვნილია დაზვერვისთვის, ხომალდსაწინააღმდეგო და სამაშველო ოპერაციებისთვის.
Видео от подписчика. Пишут что это вчерашний перехват американского Р-8 у берегов Крыма. Наглядно видно, как близко они подлетают к полуострову. pic.twitter.com/o6QOK1pV8l
— Александр Коц (@sashakots) July 4, 2019