რუსული მედიის ინფორმაციით, სმოლენსკის რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტებს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს
რუსული მედიის ინფორმაციით, სმოლენსკის რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტებს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს

რუსული მედიის ინფორმაციით, სმოლენსკის რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტებს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს.

სმოლენსკის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო აპარტებით თავდასხმა ღამის სამ საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, თავდასხმას ხანძარი არ მოჰყოლია და ობიექტები კრიტიკულად არ დაზიანებულა. ადგილზე მობილიზებულია ოპერატიული სამსახურები.

ცნობისთვის, მაისის დასაწყისში სმოლენსკის ოლქის ხელისუფლებამ უპილოტო თვითმფრინავების ფრენები აკრძალა.