რუსული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი შეიზღუდოს
რუსული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი შეიზღუდოს

რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, საქართველოდან რუსეთში ღვინის იმპორტი სავარაუდოდ შეიზღუდება.

ჟურნალისტების ცნობით, რუსმა მაღალჩინოსნებმა სავაჭრო ქსელებიდან რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის წილის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს. სურსათის მსხვილი კომპანიის მენეჯერები ამბობენ, რომ ამ მონაცემებს „მინსელხოზი“ ითხოვს.

რუსული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს ნიშნავს, რომ ქართული ღვინის იმპორტი აიკრძალება.

„კომერსანტის“ ცნობით, ამჟამად, ქართული ღვინო რუსეთის ბაზრის 17 პროცენტს იკავებს.

მანამდე, „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ საქართველოდან რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე კონტროლი გაძლიერდა.

დატოვე კომენტარი