რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში სოფელი პეშანოე დაიკავეს

16:38, 15.12.2025

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში სოფელი პეშანოე დაიკავეს.

ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„„აღმოსავლეთის“ ძალების ჯგუფის ნაწილებმა გადამწყვეტი მოქმედების შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში სოფელი პეშანოე გაათავისუფლეს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მსგავსი