რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება „ფეისბუქს“, „ტვიტერს“ „გუგლს“, „ტიკ-ტოკსა“ და „ტელეგრამს“ უჩივის
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება „ფეისბუქს“, „ტვიტერს“ „გუგლს“, „ტიკ-ტოკსა“ და „ტელეგრამს“ უჩივის

რუსეთის ხელისუფლება მსხვილ სოციალურ მედიაპლატფორმებს უჩივის.

როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, ამის მიზეზია იმ ინფორმაციის წაშლაზე უარი, რომელიც სააგენტოს ცნობით, მოზარდებისადმი არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მოწოდებებს შეიცავს.

საუბარია რუსეთის ქალაქებში გამართულ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე.

კერძოდ, „ტასის“ ინფორმაციით, შესაძლოა, „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“ 12-12 მილიონი დოლარით დაჯარიმდნენ. სასამართლოში ასევე შესულია საჩივრები „გუგლის“, „ტიკ-ტოკისა“ და „ტელეგრამის“ წინააღმდეგ.

საქმის განხილვა სასამართლოში 2 აპრილს არის ჩანიშნული.