რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია უკრაინის წარმომადგენლებთან შესახვედრად სტამბოლში უკვე ჩავიდა
რუსული მედიის, „ტასის“ წყაროს ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია უკრაინის წარმომადგენლებთან შესახვედრად სტამბოლში უკვე ჩავიდა.
რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. ასევე, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს დაუსვეს კითხვა, მოლაპარაკებები მხოლოდ დღესაა დაგეგმილი, თუ შესაძლოა, რამდენიმე დღე გაგრძელდეს, რაზეც პესკოვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება მათ მიმდინარეობაზე.
„დღეს მოლაპარაკებების დასაწყისია. შემდგომში ყველაფერი დამოკიდებული იქნება მათ მიმდინარეობაზე“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.