რუსული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს სოჭში სავარაუდოდ, 22 ოქტომბერს შეხვდება
რუსული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს სოჭში სავარაუდოდ, 22 ოქტომბერს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი სოჭში და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა 22 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ ვიზიტი ერთდღიანი იქნება.

15 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას თურქეთის მიერ წარმოებული ოპერაცია განიხილა და ის უახლოეს დღეებში რუსეთში მიიპატიჟა.

თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.