რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში კორონავირუსით 18 სასულიერო პირი დაინფიცირდა
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში კორონავირუსით 18 სასულიერო პირი დაინფიცირდა

მოსკოვში „კოვიდ-19“-ით 18 სასულიერო პირი დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ამასთან, მედიის ცნობით, 21 სასულიერო პირს საეჭვო სიმპტომები აქვს. ისინი ახლა დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი 14 ეკლესიასა და მოსკოვის ორ მონასტერში დაფიქსირდა.

რუსული მედია აღნიშნავს, რომ პანდემიის მიუხედავად, ბზობის დღესასწაულზე მღვდლებმა ღვთისმსახურება მაინც ჩაატარეს.

რუსეთის პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში მისვლისგან.