რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სიტუაცია დარეგულირდა
რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სიტუაცია დარეგულირდა

რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასისინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სიტუაციის ნორმალიზება მოხდა და ფეხით საზღვრის გადაკვეთის მსურველების რიგი აღარ არის. მედიის ცნობით, მანქანები ორი კილომეტრის მანძილზე ერთ რიგად დგანან.

როგორც „ტასის“ კორესპონდენტი იტყობინება, კოლონის მოძრაობის სიჩქარე არსებითად გაიზარდა.

მედიასაშუალების მონაცემებით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას 4,8 ათასამდე ავტომობილი ელოდება, საიდანაც დაახლოებით სამი ათასი მსუბუქი მანქანაა.

მანამდე, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში 20 ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა.