რუსული მედიის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მის მოწამვლაში მონაწილე ერთ-ერთ პირს თავად დაურეკა, მან კი დანაშაული აღიარა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ მის მოწამვლაში მონაწილე ერთ-ერთ პირს თავად, ფარულად დაურეკა, მან კი დანაშაული აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „დოჟდი“ ავრცელებს.

ალექსეი ნავალნიმ საკუთარ „იუთუბის“ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა სათაურით, „მე დავურეკე ჩემს მკვლელს, მან აღიარა“.

რუსი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ „ეფესბეს“ სპეციალური ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, კონსტანტინ კუდრიავცევს 14 დეკემბერს დაურეკა და თავი უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთ თანამშრომლად გაააცნო. გავრცელებული ინფორმაციით, ნავალნიმ კუდრიავცევს დაფარული ნომრით დაურეკა. ნავალნი ამბობს, რომ სატელეფონო საუბარი 49 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სატელეფონო ზარის დროს ნავალნი კუდრიავცევს ეკითხებოდა, რატომ განიცადა ალექსეი ნავალნის მოწამვლის ოპერაციამ კრახი.

აუდიოჩანწერში კუდრიავცევი თავიდან ყოყმანობს, თუმცა ადასტურებს, რომ რუსი ოპოზციონერის მოწამვლაში მონაწილეობას ნამდვილად იღებდა. ის ოპერაციის დეტალებზე საუბრობს და განმარტავს, რამ განაპირობა მისი წარუმატებლობა. კუდრიავცევი დარწმუნებულია, რომ ნავალნი ვერ გადარჩებოდა პილოტი ომსკში საგანგებოდ რომ არ დაშვებულიყო.

აუდიოჩანაწერში ის „ეფესბეს“ სხვა თანამშრომლებსაც ახსენებს, სტანისლავ მაკშაკოვს, ივან ოსიპოვს და ალექსეი ალექსანდროვს, თუმცა ამბობს, რომ არაფერი სმენია ვლადიმერ პანიაევზე. კუდრიავცევი აცხადებს, რომ მომწამვლელი ნივთიერება ოპოზიციონერის საცვლებში იყო დამალული. მისი ჰოსპიტალიზციიის შემდეგ კი საავადმყოფოდან ომსკში ტანსაცმელები „ადგილობრივმა ბიჭებმა“ წამოიღეს.

14 დეკემბერს გამოცემა „ზე ინსაიდერმა“ „ბელინგქეთმა“ და „სიენენმა“ ერთობლივი გამოძიების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნეს, სადაც დასახელებული იყვნენ ის პირები, რომლებიც რუსი ოპოზციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობდნენ.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ეს დაჯგუფება ნავალნის ბოლო სამი წლის განმავლობაში უთვალთვალებდა. ოპოზიოციონერის მოწამვლის შემდეგ ისინი კვლავ დაბრუნდნენ ტომსკში, სადაც კვალის წაშლას ცდილობდნენ.

 

დატოვე კომენტარი