რუსული მედიის ცნობით, ყაზანში სროლის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელს იარაღის ტარება-შენახვის შესახებ კანონის გადახედვის დავალება მისცა
რუსული მედიის ცნობით, ყაზანში სროლის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელს იარაღის ტარება-შენახვის შესახებ კანონის გადახედვის დავალება მისცა

ყაზანში მომხდარი სროლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელს ვიქტორ ზალატოვს იარაღის ტარება-შენახვის შესახებ კანონის გადახედვის დავალება მისცა.

ინფორმაციას რუსული მედია პრეზიდენტის პრესმდივანზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ზალატოვს მიეცა ბრძანება, გადახედოს კანონს საბრძოლო იარაღის შესახებ, რა ტიპის იარაღი შეიძლება, იყოს ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის, იმის გათვალისწინებით, რა ტიპის იარაღი გამოიყენა თავდამსხმელმა ყაზანში. საქმე იმაშია, რომ ხშირ შემთხვევაში, საბრძოლო იარაღს არეგისტრირებენ, როგორც სანადირო იარაღს“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ყაზანის სკოლაში მომხდარ თავდასხმას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან რვა ბავშვი და სამი მასწავლებელია.