რუსული მედიის ცნობით, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის საკითხზე კრემლში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს
რუსული მედიის ცნობით, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის საკითხზე კრემლში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის საკითხზე კრემლში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. საბჭოს სხდომას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა.

პუტინის პრესსპიკერის თქმით, სხდომის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ცეცხლის შეყვეტის განცხადების ყველა დებულების შესრულება აუცილებელია.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და შეშფოთებულები ვართ სიტუაციის გაუარესების გამო. მოვუწოდებთ მხარეებს, თავშეკავება გამოიჩინონ და რაც მთავარია, სამმხრივი განცხადების ყველა დებულება შესრულდეს“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება პირველი აგვისტოდან დაძაბულია. სომხური მხარის ინფორმაციით, დაღუპულია ორი სომეხი ჯარისკაცი, აზერბაიჯანი კი ერთი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ იუწყება.