რუსული მედიის ცნობით, უკრაინელი შეიარაღებული პირები რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ ლუბეჩანში შევიდნენ და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს
რუსული მედიის ცნობით, უკრაინელი შეიარაღებული პირები რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ ლუბეჩანში შევიდნენ და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს

უკრაინელი შეიარაღებული პირები რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ ლუბეჩანში შევიდნენ და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ბრიანსკის გუბერნატორზე, ალექსანდრე ბოგომაზზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინელმა დივერსანტებმა ავტომობილს გაუხსნეს ცეცხლი. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ სუშანში 50-მდე უკრაინელი დივერსანტი იმყოფება. ადგილზე სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.

ბრიანსკის ოლქის ორ სოფელში მყოფ უკრაინელებთან ბრძოლაში ჩაერთო „როსგვარდიის“ დანაყოფები. ალექსანდრე ბოგომაზის თქმით, უკრაინის არმია დღეს ორ დასახლებულ პუნქტს უპილოტო აპარატებით დაესხა თავს, რის შედეგად რამდენიმე სახლი დაზიანდა“, – წერს რუსული მედია.