რუსული მედიის ცნობით, უკრაინელებმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს
რუსული მედიის ცნობით, უკრაინელებმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს

რუსული მედიის ცნობით, უკრაინელებმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს. როგორც მედია წერს, ჭურვი შენობას უკანა მხრიდან მოხვდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან, შენობიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი, დენის პუშილინი არ დაშავებულა და უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინელებმა ქალაქ დონეცკში სხვა შენობებიც დაბომბეს.