რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა
რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა

სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქება კაფე „სტრიტ ბარში“ მოხდა, დაშავებულია 17 ადამიანი.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ აფეთქების სიმძლავრე 200 გრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.

ტელეგრამ არხების ცნობით, ბომბი იმ ქანდაკებაში იყო დამონტაჟებული, რომელიც რუს სამხედრო ბლოგერს უცნობმა ქალმა აჩუქა.