რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა და უკრაინამ სამოქალაქო ტყვეები გაცვალეს

22:32, 13.08.2026

რუსეთმა და უკრაინამ სამოქალაქო ტყვეები გაცვალეს. გამოცემა „ტასისცნობით, უკრაინაში – შვიდი, ხოლო რუსეთში რვა პირი დაბრუნდა. მედიის ცნობით, ტყვეებს შორის სამხედრო პირები არ იყვნენ.

როგორც ცნობილია, მხარეებმა სამოქალაქო პირები ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან, ნოვაია გუტის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაცვალეს. ჰუმანიტარულ მისიას ესწრებოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონული დელეგაციაც.

მედიის ცნობით, ბოლო წლებში რუსეთსა და უკრაინას შორის ბელარუსში 70-ზე მეტი გაცვლა განხორციელდა.

მსგავსი