რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ბრიანსკის ოლქში დასახლებული პუნქტის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ბრიანსკის ოლქში დასახლებული პუნქტის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ბრიანსკის ოლქში დასახლებული პუნქტის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ სოფელი სუზემკა დაბომბა.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე ბოგომაზი აცხადებს, რომ, წინასწარი მონაცემებით, მთლიანად დაინგრა ერთი საცხოვრებელი სახლი, ასევე ნაწილობრივ დანგრეულია კიდევ ორი ​​სახლი.

რუსული მედიის თანახმად, ბრიანსკის ოლქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დაიბომბა.