მედიის ცნობით, რუსეთი დათანხმდა, გაათავისუფლოს უკრაინის მხარეს მებრძოლი ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი დათანხმდა, გაათავისუფლოს უკრაინის მხარეს მებრძოლი ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი.
მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრის დროს განაცხადა.
პუტინის თქმით, სტივენ ჰაბარდი პულკოვოს აეროპორტშია გადაყვანილი.
74 წლის სტივენ ჰაბარდი 2024 წლიდან რუსეთის კოლონიაში იხდიდა 7-წლიან სასჯელს.
პროკურატურის ინფორმაციით, ის უკრაინის ქალაქ იზიუმთან აიყვანეს.