რუსული მედიის ცნობით, „როსავიაციამ“ რუსეთის სამხრეთით ფრენების აკრძალვის რეჟიმი გაახანგრძლივა
„როსავიაციამ“ რუსეთის სამხრეთით ფრენების აკრძალვის რეჟიმი გაახანგრძლივა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთის 11 ქალაქის აეროპორტებში ფრენების შეზღუდვის რეჟიმი 7 მაისამდე გახანგრძლივდა.
შემზღუდველი რეჟიმი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებისთანავე იყო შემოღებული. ფრენების შეზღუდვის რეჟიმი ანაპის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, გელენჯიკის, კრასნოდარის, კურსკის, ლიპეცკის, დონის როსტოვის, ოკუპირებული სიმფეროპოლისა და ელისტის აეროპორტებს ეხება.