რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში საეჭვო პირის დაკავებისას მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი პოლიციელი და ერთი ეჭვმიტანილი დაიღუპა
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში საეჭვო პირის დაკავებისას მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი პოლიციელი და ერთი ეჭვმიტანილი დაიღუპა

მოსკოვში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა მოსკოვში, ელეცკაიას ქუჩაზე საეჭვო პირი შენიშნეს და მას დასაკავებლად როცა მიუახლოვდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპა ეჭვმიტანილიც.

„გამოძიების თანახმად, 23-24 დეკემბრის ღამეს, საგზაო პოლიციის ორმა თანამშრომელმა მოსკოვში, ელეცკაიას ქუჩაზე, პოლიციის მანქანასთან საეჭვო პირი შენიშნა. მას დასაკავებლად როცა მიუახლოვდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ორი პოლიციელი, ასევე ოფიცრების გვერდით მდგომი პირი გარდაიცვალა“, – აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.