რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმს 18 ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან
მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმს 18 ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება RBC შესაბამის ინფოგრაფიკასთან ერთად ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, დამსწრეთა სია ასე გამოიყურება: ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანი; ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი, ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა – ბრაზილია; იბრაჰიმ ტრაორე – ბურკინა ფასო, ნიკოლას მადურო – ვენესუელა, ტო ლამი – ვიეტნამი; კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – ყაზახეთი; სადირ ჟაპაროვი – ყირგიზეთი; სი ძინპინი – ჩინეთი; მიგელ დიას-კანელი -კუბა; მაჰმუდ აბასი – პალესტინა; მილორად დოდიკი – სერბთა რესპუბლიკა, ალექსანდრ ვუჩიჩი – სერბეთი; რობერტ ფიცო – სლოვაკეთი; ემომალი რაჰმონი – ტაჯიკეთი; გურბანგული ბერდიმუხამედოვი – თურქმენეთი; შავკატ მირზიოევი – უზბეკეთი.
ინფოგრაფიკის მიხედვით, მოწვევები ასევე გაეგზავნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის და მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნაგიინ ხურელსუხს, თუმცა მათ ჯერ არ დაუდასტურებიათ, ჩავლენ თუ არა მოსკოვში.
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღონისძიებას არ დაესწრება.
ამასთან, რუსული მედია იუწყება, რომ 9 მაისის აღლუმს დაესწრება „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბადრა გუნბა“, რომელიც „სახელმწიფო ლიდერების“ ჩამონათვალშია.