რუსული მედიის ცნობით, კურსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსული მედიის ცნობით, კურსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რუსეთში, კურსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია კურსკის რეგიონის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის თავზე“, – წერს კურსკის ოლქის გუბერნატორი საკუთარ ტელეგრამარხზე.

რეგიონის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს, რომლებმაც უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს და მოუწოდა მოსახლეობას, თვითმფრინავის ნამსხვრევების აღმოჩენის შემთხვევაში არ შეეხონ ნამსხვრევებს და დაუყოვნებლივ შეატყობინონ სამაშველო სამსახურს.