რუსული მედიის ცნობით, გავრილოვის ინციდენტის გამო ბურჯანაძემ კოსაჩოვთან ბოდიში მოიხადა
რუსული მედიის ცნობით, გავრილოვის ინციდენტის გამო ბურჯანაძემ კოსაჩოვთან ბოდიში მოიხადა

რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ზაფხულში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის დროს მომხდარ ანტირუსულ სკანდალთან დაკავშირებით, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა.

„მე არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო აბსოლუტურად საშინელი ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ არ დაგასრულებინებთ საუბარს, ვიდრე არ მოგიბოდიშებთ, რადგან ვთვლი, რომ ეს იყო უპირველესად ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სააგენტო „ტასის“ მიხედვით, ეს განცხადება პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ტასი“ წერს, რომ კოსაჩოვმა ბურჯანაძეს ამ სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა.